ორგანიზაციებისთვის მოქმედი ინტერნეტის პაკეტი/ფასები კომისიის მონაცემების მიხედვით – 2020 წელი

სილქნეტი-800x445-620x330[1]
მაგთიკომის და სილქნეტის ფიქსირებული ინტერნეტის კორპორატიული პაკეტების სიჩქარე/ფასები ხელშეკრულებების მიხედვით 2020 წელს
ეს მონაცემები აქვს კომუნიკაციების კომისიას და ეს მონაცემები კიდევ ერთი მტკიცებულებაა ორგანიზაციებისთვის ინტერნეტის კატასტროფულ ფასებზე და კომუნიკაციების კომისია არის ვალდებული, დაიცვას მომხმარებლები კატასტროფული ფასებისგან !

ცხრილის ახალ გვერდზე გახსნა

კავშირი ოფშორული სამოთხიდან – ”მობილური ოპერატორები”

International Finance

” კავშირი ოფშორული სამოთხიდან” –  მობილური ოპერატორების მფლობელები 

 

”ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს ? ”  —  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
რამდენიმე მსხვილი ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მფლობელობა კვლავ ბურუსითაა მოცული. მათ უმეტესობას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ბელიზში და აშშ-ს შტატ დელავერში მდებარე ფიქტიური კომპანიები აკონტროლებენ, რომლებსაც მხოლოდ საფოსტო ყუთი აქვთ და ოფისი და თანამშრომლები არ გააჩნიათ. ამ ეგზოტიკურ თუ ნაკლებად ეგზოტიკურ ადგილებში კომპანიის რეგისტრაცია ან ვინაობის გადამოწმების გარეშეა შესაძლებელი, ან ადგილობრივი კანონმდებლობა მფლობელებს დამალვის შესაძლებლობას აძლევს.
ყველა მსხვილ ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას – „ჯეოსელს,“ „მაგთიკომს,“ „ბილაინს,“ „სილქნეტს,“ „კავკასუს ონლაინს“ დ „ახალ ქსელებს“ – ოფშორული, ფიქტიური კომპანიები ფლობენ. როგორც წესი ძალიან რთულია, ხშირად შეუძლებელიც კი, ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის საჯარო დოკუმენტებიდან დადგენა. „ჯეოსელის“ მფლობელი „ტელიასონერა“ და „ბილაინის“ აქციების 51%-ის მფლობელი „ვიმპელკომი“ მსხვილ ბირჟებზე კვოტირებული კომპანიებია, ამიტომ მათი მფლობელობის სტრუქტურა გარკვეულია. სხვა ოპერატორები არც საკუთარ ვებ-გვერდებზე და არც საქართველოს კომპანიების რეესტრში არ ამხელენ ბენეფიციარი მფლობელების ვინაობას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კომპანიებს ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება სთხოვა, რაზეც „კავკასუს ონლაინმა“ უარი განაცხადა. თხოვნას „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ დათანხმდნენ, „ბილაინმა“ კი ორგანიზაციას არ უპასუხა; მისი აქციების მცირე წილის მფლობელის ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.

ჯეოსელი

Continue reading