ქსელზე ადგილობრივი დაშვების წერტილების მისამართების რუკა


მაგთიკომის, ახალი ქსელების და სილქნეტის ქსელზე, დაშვების წერტილების მისამართების რუკა
( წერტილები 100% იანი სიზუსტის არ არის რადგან მონაცემები მისამართებით არის და არა GPS კორდინატებით )
ადგილობრივი დაშვების წერტილის (Access Node point ) მისამართი
ლოკალური დაშვების წერტილის (Local Node point) მისამართი
ტრანზიტული დაშვების წერტილის (Transit Node point) მისამართი

ცხრილის ახალ გვერდზე გახსნა

საქართველოში ინტერნეტის გავრცელების პირველი დეტალური რუკა

წარმოგიდგენთ საქართველოში ინტერნეტის გავრცელების პირველ დეტალურ რუკას სადაც დატანილია ყველა ქალაქი , დაბა და სოფელი სადაც კი არის Wi-Fi ინტერნეტი , სტიკერის გახსნისას კი ნახავთ დეტალურ მონაცემებს ოჯახების რაოდენობაზე, მომხმარებელთა რაოდენობას ტექნოლოგიების და პროვაიდერების მიხედვით და ა.შ
რუკის მარცხენა კუთხეში ნახავთ სოფლების სიას რომლის გახსნისას გამოიტანს მონაცემეს , შესაძლებელია Google Map ზეც გადასვლაც და სოფლის/ქალაქის მოძებნა , სტიკერის გახსნისას კი არსებულ სოფლის ოჯახების რაოდენობის ნახვა, Wi-Fi მომხმარებლის რაოდენობის ნახვა და პროვაიდერის ნახვა მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით

შენიშვნა :
ქალაქები — ყვითელი სტიკერი
დაბები — ლურჯი სტიკერი
სოფლები — Wi-Fi სტიკერი
დაბები სადაც არ ფიქსირდება მომხმარებლები — წითელი სტიკერი
ცისფერი სტიკერი — რეგიონის ჯამური მონაცემები
ოჯახების რაოდენბოა — 2002 წლის მონაცემები
Wi-Fi ს მომხმარებელთა რაოდენობა — 2014 წლის თებერვლის მონაცემები ( იანვრის ბოლოსთვის 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით )
Fiber-Optic ს მომხმარებელთა რაოდენობა — 2013 წლის დეკემბრის მონაცემები
DSL ს მომხმარებელთა რაოდენობა — 2013 წლის დეკემბრის მონაცემები

პ.ს ეს არის პირველი ვერსია რუკის , მეორე ვერსია კი ბევრად უკეთესი რუკის გაკეთება იქნება სადაც სტიკერების მაგივრად გამოყენებული იქნება პოლიგონები . ტექნიკურად შესაძლებელია მაგრამ პრობლემა სოფლების ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებია, ეს მონაცემები აქვს 1-2 კომპანიას და საჯარო რეესტს , სამწუხაროდ არსებული მონაცემები ინტერნეტში თავისუფლად არ ვრცელდება . იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მოვიპოვებ და დავიწყებ მეორე ვერსიის გაკეთებას

ახალი დომენი Caucasusoffline.com

cropped-logo_new11.png

გადავედი ახალ დომენზე და სამწუხაროდ დიდი დრო მოვანდომე საიტის ნაწილობრივ კარგად გამართვას .

ვებ-პროგრამირება ჩემთვის ჩინურივით არის და მაგიტომ , ეს ბლოგი ისევ იქნება და ძირითადად სიახლეებს www.caucasusoffline.com ზე დავდებ ,  დომენის სახელი  Caucasus Offline  სიმბოლურია და არ არის მხოლოდ Caucasus Online ს მიმართ პროტესტის გამომხატველი , საქართველოში ყველა ინტერნეტ პროვაიდერი ძარცვას მოსახლეობას , მათი დამსახურებით  რეგიონებში მოსახლეობას არ მიეწოდება ხარისხიანი ოპტიკური ინტერნეტი და ა.შ 

ვეცდები ხშირად დავწერო საინტერესო პოსტები და დეტალური ანალიზი გავაკეთო , უახლოეს მომავალში კი ვეცდები პირველი ინტერაქტიული როკა გავაკეთო რომელზეც დატანილი იქნება დეტალური მონაცემები ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის შესახებ ქალაქებისა და სოფლების მიხედვით და ა.შ 

თუ ვინმეს სურვილი აქვს ვებ-პროგრამირება და ინტერაქტიული რუკის გაკეთებაში დამეხმაროს დიდი სიამოვნებით მივიღებ დახმარებას 

უკაბელო Wi-Fi ინტერნეტის მომხმარებლეთა რაოდენობა საქართველოში

Wi-fi2014 წლის  თებერვლის მდგომარეობით საქართველოში  უკაბელო Wi-Fi / Wi-MAX ტექნოლოგიით 98 ინტერნეტ პროვაიდერი 42 800 მომხმარებელს აწვდის ინტერნეტს, საკმაოდ დიდ ნაწილს სამწუხაროდ საიტიც კი არ აქვს მათი მომსახურება რო შევისწავლო, იმედია მოვახერხებ და არსებული პროვაიდერების მიერ მომხარებლისთვის შეთავაზებულ ინტერნეტის სიჩქარეს და ფასებს დავადგენ.
ახლა კი იხილეთ ცხრილი პროვაიდერების მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ და პროვაიდერების მომხმარებლების მიხედვით ქალაქებისა და სოფლების რაოდენობა , უახლოეს მომავალში კიდევ დავუბრუნდები ამ მიმართულებას და დეტალურად მონაცემებს წარმოვადგენ და სავარაუდოდ მალე პირველ ციფრულ რუკას წარმოვადგენ სადაც დატანილი იქნება მონაცემები ყველა ქალაქსა და სოფელში არსებული ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის შესახებ , ინტერნეტ პროვაიდერების რაოდენობა, მოსახლეობის რაოდენობა , შინამეურნეობების რაოდენობა და შესაძლოა მოხერხდეს ოპტიკის და DSL ქსელის დატანა ქუჩების მიხედვით და ა.შ . ციფრული რუკით შესაძლებელი იქნება დეტალური ანალიზის გაკეთება .

Continue reading

ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში

2013 წლის დეკემბრის ჩათვლით Fiber-Optic  ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქალაქების და ინტერნეტ პროვაიდერების მიხედვით

DSl ინტერნეტისგან განსხვაბით  ოპტიკურ ინტერნეტი  54 ქალაქიდან  ძირითადად 11 ქალაქშია და 228 747  მომხმარებელია   ,  26 ქალაქის საერთოდ მომხმარებელთა რაოდენობა კი 117  არის,  26 ქალაქიდან ყველაზე მეტი გარდაბანშია 17 მომხმარებელით 

 

1.ქალაქების მიხედვით  ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 

ქალაქი  რაოდენობა 
თბილისი 189864
რუსთავი 24786
ბათუმი 5665
ქუთაისი 4051
გორი 1803
თელავი 670
ფოთი 525
ქობულეთი 487
ახალციხე 397
საგარეჯო 372
გურჯაანი 127
გარდაბანი  17
სხვა 25  ქალაქის საერთო რაოდენობა   100

2.კომპანიების მიხედვით  მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობა

  Continue reading

DSL ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქალაქების და პროვაიდერების მიხედვით

10296849_629497307146428_2712564449777330979_n[1]
2013 წლის დეკემბრის ჩათვლით DSL ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქალაქების და ინტერნეტ პროვაიდერების მიხედვით

 

სილქნეტი 74.75%
კავკასუს ონლაინი 2.20%
ახალი ქსელები 14.53%
ახტელი 6.60%
სი-ჯი-სი 0.93%
გლობალ-ერთი 0.07%
ა-ნეტი 0.14%
ივერია ქსელი 0.53%
რკინიგზის ტელეკომი 0.13%
სერვისნეტ 0.10%
სხვა 0.01%

სილქნეტი 51 ქალაქიდან 35 ქალაქში DSL ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელი პროვაიდერია ,  დარჩენილი 16 ქალაქიდან

8 ქალაქში ბაზრის 90% ზე მეტი უკავია
8 ქალაქში ბაზრის 50 დან 90% მდე ,
3 ქალაქში 35 დან 45 % მდე

Continue reading

ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს — მარკ ცუკერბერგი

10360701_656410407788451_7937498905457557455_n[1]

 

მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისია და მასზე წვდომა მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა მოსახლეს უნდა ჰქონდეს. ის ისეთივე იოლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, როგორც სასწრაფო დახმარების ტელეფონით გამოძახება.

ცუკერბერგმა თავის ხედვაზეც ისაუბრა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს გეგმა. ამჟამად მსოფლიოს მხოლოდ ერთ მესამედს აქვს ინტერნეტზე წვდომა. დანარჩენი შემთხვევაში კი ორი მიზეზია: Continue reading

ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების ტარიფები

int

ინტერნეტ პროვაიდერების  ,  ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების ტარიფები

”სილქნეტი” – ს ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების ტარიფები 
ინტერნეტის გლობალურ  რესურსთან დაშვებისათვის მოთხოვნილი გამტარუნარიანობის  სიმძლავრის მოცულობა გამოხატული მბ/წმ ერთეულში ინტერნეტის გლობალურ
რესურსთან 1 მგბ/წმ
გამტარუნარიანობის
სიმძლავრით დაშვების
საფასური,  დღგ-ს ჩათვლით (აშშ-დოლარი)
1- 5 72.73
5- 10 64.90
10 – 25 60.61
25- 50 48.48
50- 100 36.36
100 – 250 33.33
250 – 500 24.10
500 – 1000 23.03
1000 და მეტი 21.21
”კავკასუს ონლაინის” – ს ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების ტარიფები 
ინტერნეტის გლობალურ  რესურსთან დაშვებისათვის მოთხოვნილი გამტარუნარიანობის  სიმძლავრის მოცულობა გამოხატული მბ/წმ ერთეულში ინტერნეტის გლობალურ
რესურსთან 1 მბ/წმ
გამტარუნარიანობის
სიმძლავრით დაშვების
საფასური ლარში დღგ-ს
ჩათვლით
1– 10 120
11– 25 100
26– 50 80
51– 100 60
101 –150 55
151 — 200 50
201 — 500 45
501 — 1000 43
1001 – 5000 40
5001 – 10 000 35
”სისტემ ნეტ” -ის  ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების ტარიფები
ინტერნეტის გლობალურ  რესურსთან დაშვებისათვის მოთხოვნილი გამტარუნარიანობის  სიმძლავრის მოცულობა გამოხატული მბ/წმ ერთეულში ინტერნეტის გლობალურ
რესურსთან 1 მბ/წმ
გამტარუნარიანობის
სიმძლავრით დაშვების
საფასური ,  არ შეიცავს დღგ-ს (აშშ-დოლარი )
1- 10 34.09
10- 20 32.78
20 – 50 31.47
50 – 100 30.16
100 – 500 28.85
500 – 1000 28.06
1000 – 2000 27.54
2000 – 5000 24.78
5000 – 10 000 20.52
10 000 და  მეტი 17.10

წყარო : GNCC

ინტერნეტის გაცვლის წერტილები /Internet Exchange Points

800px-Internet_map_1024_-_transparent[1]

Packet Clearing House ს მონაცემებით ინტერნეტის გაცვლის წერტილები ( Internet Exchange Points ) ქვეყნების მიხედვით და მათი   რაოდენობა ქვეყნებში

 ქვეყნების სია და რაოდენობა  სადაც არის IXP |  ქვეყნები სია სადაც არ არის IXP
ამერიკა 69
ბრაზილია 26
საფრანგეთი 19
გერმანია 16
იაპონია 16
რუსეთი 15
ავსტრალია 14
არგენტინა 10
კანადა 10
შვედეთი 10
პოლონეთი 9
ინდონეზია 8
დიდი ბრიტანეთი 7
ინდოეთი 7
იტალია 7
უკრაინა 7
ნიდერლანდები 6
ნორვეგია 5
ახალი ზელანდია 5
სამხრეთ აფრიკა 5
ჩინეთი 4
ჩეხეთი 4
ესპანეთი 4
ფინეთი 4
ავსტრია 3
ბულგარეთი 3
შვეიცარია 3
ესტონეთი 3
ირლანდია 3
კორეა 3
რუმინეთი 3
სინგაპური 3
სლოვაკეთი 3
ტაივანი 3
ვიეტნამი 3
ნიდერლანდის ანტილის კუნძულები 2
ბანგლადეში 2
ბოლივია 2
დანია 2
ეკვადორი 2
ეგვიპტე 2
კენია 2
ლიტვა 2
ლუქსემბურგი 2
ფილიპინები 2
ტანზანია 2
არაბთა გაერთიანებული საამიროები 1
სომხეთი 1
ანგოლა 1
ბელგია 1
ბაჰრეინი 1
ბოტსვანა 1
კონგო-კინშასა 1
კონგო-ბრაზავილი 1
კოტ-დ’ივუარი 1
ჩილე 1
კოლუმბია 1
კოსტა-რიკა 1
კუბა 1
კვიპროსი 1
დომინიკა 1
Dominican Republic 1
გრენადა 1
განა 1
საბერძნეთი 1
ხორვატია 1
ჰაიტი 1
უნგრეთი 1
ისრაელი 1
ისლანდია 1
კამბოჯა 1
ლაოსი 1
ლიბანი 1
შრი-ლანკა 1
ლატვია 1
მონღოლეთი 1
მალტა 1
მავრიტანია 1
მალავი 1
მალაიზია 1
მოზამბიკა 1
ნამიბია 1
ნიგერია 1
ნიკარაგუა 1
ნეპალი 1
პანამა 1
პერუ 1
პაკისტანი 1
პუერტო რიკო 1
პორტუგალია 1
პარაგვაი 1
სერბეთი 1
რუანდა 1
საუდის არაბეთი 1
სუდანი 1
სლოვენია 1
ტაილანდი 1
ტუნისი 1
თურქეთი 1
უგანდა 1
უზბეკეთი 1
ვანუატუ 1
კოსოვო 1
ზამბია 1
ზიმბაბე 1
ავღანეთი
ალბანეთი
ალჟირი
ანდორა
ანტიგუა და ბარბუდა
აზერბაიჯანი
ბაჰამის კუნძულები
ბარბადოსი
ბელარუსია
ბელიზი
ბენინი
ბუტანი
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები
ბრუნეი
ბურკინა-ფასო
ბურუნდი
კამერუნი
კაბო-ვერდე
აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა
ჩადი
კომორის კუნძულები
ჯიბუტის რესპუბლიკა
სალვადორი
ეკვადორული გვინეა
ერიტრეა
ეთიოპოა
ფიჯი
გაბონი
გამბია
საქართველო
გვატემალა
გვინეა
გვინეა-ბისაუ
გაიანა
ჰონდურასი
ირანი
ერაყი
იამაიკა
იორდანია
ყაზახეთი
კარიბატი
ქუვეითი
ყირგიზეთი
ლესოთო
ლიბერია
ლიბია
მაკედონია
მაგადასკარი
მალდივის კუნძულები
მალი
მარშალის კუნძულები
მავრიტანია
მექსიკა
მიკრონეზია
მონაკო
მონტენეგრო
მოროკო
მიანმარი
ნაურუ
ახალი კალედონია
ნიგერია
ჩრდილოეთ კორეა
ომანი
პალაუ
პაპუა-ახალი გვინეა
ყატარი
სენტ-კიტსი და ნევისი
სენტ-ლუსია
სენტ-ვინსენტი და გრენადინები
სამოა
სან-მარინო
სან-ტომე და პრინსიპი
სენეგალი
სეიშელის კუნძულები
სიერა-ლეონე
სინტ-მარტენი
სოლომონის კუნძულები
სომალი
სურინამი
სირია
ტაჯიკეთი
აღმოსავლეთი ტიმორი
ტოგო
ტონგა
ტრინიდადი და ტობაგო
თურქმენეთი
ტუვალუ
ურუგვაი
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
ვენესუელა
იემენი

Source Packet Clearing House

საქართველოს საჯარო სკოლებში ინტერნეტის სიჩქარე

4

  • დღეის მდგომარეობით ინტერნეტი მიეწოდება ყველა საჯარო სკოლას
  • სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სკოლებთან კავშირს უზრუნველყოფს ორი პროვაიდერის – შპს ,,მაგთიკომისა” და შპს ,,დელტა კომმის მეშვეობით:
  • შპს ,,დელტა კომმი ” 553 საჯარო სკოლასთან კავშირს ახორციელებს  ოპტიკური არხებით, სკოლის კავშირის სიჩქარე შეადგენს 50 მგბ/წმ-მდე 
  • შპს ,,მაგთიკომი” – 1512 საჯარო სკოლასთან EVDO ტექნოლოგიით,19 საჯარო სკოლასთან – სატელიტით. შპს ,,მაგთიკომით” ჩართული სკოლების სიჩქარეა :
  1. 256  კბ/წმ-მდე  — 632  სკოლა
  2. 512 კბ/წმ-მდე   — 737 სკოლა
  3. 1    მგბ/წმ -მდე — 162 სკოლა
  4. 50  მგბ/წმ-მდე  — 553 სკოლა  ( დელტა კომმი )

 

სკოლების ინტერნეტით უზრუნველყოფისათვის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ინტერნეტ პროვაიდერებისათვის ყოველთვიურად გადახდილი  თანხები:

სკოლების რაოდენობა თითოეულ  წერტილზე ინტერნეტის სიჩქარე თითოეულ წერტილზე მომსახურების ყოველთვიური გადასახადი,დღგ-ს ჩათვლით ყოველთვიურად ყველა სკოლისთვის გადახდილი თანხა (ათასი ლარი ) ინტერნეტ პროვაიდერი
632 256 კბ/წმ-მდე 138.10 ლარი 87279.2 შპს „მაგთიკომი“
737 512 კბ/წმ-მდე 163.90 ლარი 142904.3 შპს „მაგთიკომი“
162 1   მგბ/წმ-მდე 196.60 ლარი 31849.2 შპს „მაგთიკომი“
553 50 მგბ/წმ-მდე 188.80 ლარი 104406.4 შპს „დელტა კომმი“

საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ინტერნეტის უზრუნველყოფისთვის  ყოველთვიურად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა 366 439 ლარი 

ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა 4  397 269 ლარი

საქართველოს ყველა საჯარო სკოლის სია და სკოლებში ინტერნეტი ტექნოლოგიების მიხედვით 

 

გადმოწერა